ნიკო (ნუკრი) აბაზაძე

ქანდაკება

 

 

 

ბიოგრაფია

ნიკო (ნიკოლოზ) აბაზაძე - მოქანდაკე, კინო მხატვარი, მხატვარ-რესტავრატორი; სამხედრო და ისტორიული საბრძოლო ხელოვნებების ექსპერტი და მკვლევარი; მსახიობი, სცენარისტი.

დაიბადა 1967წ. ქ. თბილისში. 1999 წლიდან ნიკო ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში. სახვით ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. ქანაკება 10 წლის ასაკში აღმოაჩინა მაშინდელი პიონერთა სასახლის ქანდაკების წრეზე, პედაგოგი ზ. კრაწაშვილის სახელოსნოში. 1982 წლიდან სწავლა გააგრძელა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1994 წ. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ქანდაკების ფაკულტეტი. 1996 წლიდან საქართველოს სამხატვრო კავშირის წევრი რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. 1997-99 წწ. სატელევიზიო შოუ “დიდების ზღაპრის” მხატვარი და თოჯინების ავტორი. 

მხატვრობის გარდა ნიკო აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.1988-99 წწ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას აქტივისტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანი, რაც ერთგვარად აისახა ზოგიერთ მის ნამუშევარში.

საქართველოს გიდების და სკაუტების ასოციაციის  ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი ლიდერი. ფედერაცია “ხრიდოლის” თანადამფუძნებელი, ქართული ისტორიული საბრძოლო  ხელოვნებების მკვლევარი. ატარებს ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს საქართველოს მთიან რეგიონებში.  მუშაობს საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური დანაყოფის ფიზ. მომზადების უფროსად.

1999 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში. პერიოდულად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. მუშაობს მხატვარ რესავრატორად სხვადასხვა ცნობილ სამხატვრო-სარესტავრაციო კომპანიებში, როგორებიცაა: Evergreene Architectural Art, Hermitage Studios NY, Hass Restoration.

2004 წლიდან ინტერესდება კინოხელოვნებით როგორც მსახიობი, სცენარისტი, მხატვარი და საბრძოლო სცენების დამდგმელი. თამაშობს მთავარ როლს მოკლემეტრაჟიან მხატრულ ფილმში “ვალი”, რისთვისაც 2005 წ. First Run Film Festival -ზე მიენიჭა საუკეთესო მსახიობის ჯილდო. მას მოყვება ფილმები “ნიკო”, “ჰელენი”, “ბალუნისტი”, “მგლებზე მონადირე”, “სულის ცხენი” და სხვა.

2017 წლიდან გაწევრიანდა ამერიკის სცენის მხატვართა გილდიაში  და მონაწილეობა მიიღო არა ერთ საინტერესო კინო პროექტში, მაგალითისათვის: Joker, John Wick 3, Gotham 4, House of Cards 6, She’s Gotta Have It, FBI და სხვა.

CV

 

 

 

გალერეა