ანნა კ.ე. (ანა ეძგვერაძე) 

anna_ke.jpg

მულტიმედია

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

ანა ეძგვერაძე ფსევდონიმით, ანნა კ.ე. დაიბადა 1986 წელს თბილისში, საქართველოში. სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელმწიფო სასწავლებელში. საქართველო დატოვა 2000 წელს. მონაცვლეობით ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში (გერმანია) და ნიუ-იორკში (აშშ). 2002 წლიდან 2004 წლამდე სწავლობდა Staatliche Akademie der Bildenden Künste Stuttgart, პროფ. Alexander Roob-ისთან, 2004-2005 წლებში დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში, პროფ. Hubert Kiecol-ის კლასში. 2010 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი, დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში, ხელმძღვანელები პროფ. Georg Herold და Christopher Williams. მუშაობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. 2019 წელს ანამ საქართველო წარადგინა ვენეციის 58-ე ბიენალეზე.

სხვადსახვა პერიოდში მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: 2018 წელი, Crossing Gibraltar at Midday, ნიუ იორკი, საიმონ სუბალის გალერეა. 2017 წელი, Profound Approach Easy Outcome, ინსტალაცია კედელზე, კურატორი ჰიტომი ივასაკი, ქვინსის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი. 2016 წელი - Intangible Economies of Desires, სომერის გალერეა, თელავივი. Leaving the Rock Stage, Primary, Nottingham; 2015 წელი - Teen Factory, საიმონ სუბალის გალერეა, ნიუ იორკი. თინეიჯერების ფაბრიკა, ბარბარა თუმმის გალერეა, ბერლინი, გერმანია; 2013 წელი- two whores in the same dress, ბარბარა თუმმის გალერეა, ბერლინი, გერმანია. I suppose my doctor is dead, შტატთაშორისი პროექტი, ბრუკლინი, ნიუ იორკი. The car was his and story mine, საიმონ სუბალის გალერეა, ნიუ იორკი. 2012 წელი- He was hit by a car, can he still dance მეინჰეიმერის ხელოვნების ასოციაცია, მეინჰეიმი, გერმანია. 

https://www.artsy.net/artist/anna-ke 

ინტერნეტ რესურსები

CV

 

 

  

გალერეა