თეკლა ასლანიშვილი 

Tekla_Aslanishvili.jpg

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია 

თეკლა ასლანიშვილი არის არტისტი, ესეისტი და კურატორი. დაიბადა 1988 წელს თბილისში, 2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოში; 2011-2015 წლებში დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა პროფ. ჰიტო შტაიერლის ახალი მედიის კლასში. საქართველო დატოვა 2011 წელს. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: 2019 წელი - ციფრული დედამიწის სიმპოზიუმი, Ashkal Alwan, ბეირუთი, ლიბანი; “Power House” კინოჩვენება, Pylon-Lab, დრეზდენი, გერმანია; 2018 წელი - VISIO – European Programme on Artists’ Moving Images, Lo schermo dell’arte ფილმ ფესტივალის ფარგლებში, ფლორენცია, იტალია; 2017 წელი - ვიდეო პროგრამა, იულია შტოშეკის კოლექცია, დიუსელდორფი, გერმანია. ასლანიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ინტერნაციონალურ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამებში, მათ შორის Casino Luxembourg ლუქსემბურგი (2015), CSM - კიევი (2014), და T.I..C.A ტირანა (2013). 2018 წლიდან თეკლა არის Digital Earth fellowship-ის სტიპენდიანტი.

CV

 

 

 

გალერეა