ანა გზირიშვილი

ana_gzirishvili.jpg

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

ანა გზირიშვილი დაიბადა 1992 წელს თბილისში, საქართველოში. ანა არის შერეულ მედიებში მომუშავე ხელოვანი. 2014 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ანა გახდა DAAD-ის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი ბერლინის ხელოვნების სკოლაში (UDK). ამჟამად, ის სწავლობს ახალი მედიისა და ფილმის მიმართულებით პროფესორ ჰიტო შტეიერლის კლასში.

ანას გამოცდილება წიგნისა და ბეჭდვის მიმართულებით (თბილისის წიგნის ცენტრთან და საერთაშორისო გამომცემლობა Motto-სთან თანამშრომლობა) განვითარდა ექსპერიმენტულად, ბერლინში მან დაიწყო ვიდეოს, CGI გამოსახულებებისა და წერის ექსპერიმენტების გაკეთება.

ანა გზირიშვილის ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა მედიუმს ვიდეოდან მუსიკალურ კლიპამდე, ბეჭდურ ნამუშევრებს, ტანსაცმლის დიზაინს და კითხვის პერფორმანსს. მისი პროექტები ხშირად შეეხება სივრცის ვიზუალურ და სოციო-კულტურულ ნარატივს, ობიექტს, მეხსიერებას ან აქციას, რომელიც სენსუალურ, კონკრეტულ ემოციურ გამოცდილებას მოიცავს, უმეტესად, კი მიუთითებს მატერიალურ და არამატერიუალ რეალობებს შორის მოძრაობასა და გადაადგილებაზე. თავისი სახელოვნებო პრაქტიკის ფარგლებში ანამ ასევე შექმნა სხვადასხვა ფორმის სოციალური აქტივიზმის პლატფორმები. უტოპიური გაერთიანების კოლექტივთან (collective Utopian Union) თანამშრომლობით ანამ განავითარა პროექტები დანიაში, ისლანდიასა და საქართველოში. ანა გზირიშვილის მიმდინარე პროექტი „IMMATERIALS” (http://immaterialsss.com) არის პლატფორმა და ვირტუალური მოდის დიზანის ბრენდი. ანამ ამჟამინდელი სადიპლომო ფილმი “Jacuzzi Tales” (ჯაკუზის ზღაპრები) საქართველოში გადაიღო და 2019 წლის ზაფხულში იქნება ნაჩვენები.

CV

 

 

 

გალერეა