ლუკა ლაზარი

luka_lazar.jpg

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

ლევან ლასარეიშვილი, ფსევდონიმით ლუკა ლაზარ დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1976-1982 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მუშაობს მულტიმედია არტის მიმართულებით. საქართველო დატოვა 1988 წელს. მონაწილეობდა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

ლუკა ლაზარი ხელოვნების მატერიალური რეპრეზენტაციის მიღმა გასვლის მცდელობით ეძებს იმ შეგრძნებების გადმოცემის ფორმას რომელიც თავად გამოსცადა. ძიებებსა და ექსპერიმენტებში აღმოაჩინა რომ მისი მთავარი ინტერესია მოძრაობა დროში, გარკვეული სიჩქარის სიხშირე და რიტმი

ლუკა ლაზარი ჩვენს გარემოს, მოძრაობას, აღმას გარდაქმნის გრძნობად, აბტსრაქტულ, მინიმალისტურ ფორმებად. განმეორებადი ფორმა, ზომა და მიმართულება ქმნის მშთანთქველ ვიბრაციას. ეს ნაწილაკები წარმოშობს მოძრაობას, დინამიზმს, ენერგიას, რასაც მეტ ინეტსნიურობას ნამუშევრების დიდი ზომა ანიჭებს. ნამუშევრები მცდელობაა აღქმის ტრადიციული გზები უკან მოიტოვოს და მას გადააბიჯოს.

 

 

 

გალერეა