მელანო სოხაძე

Melano Sokhadze

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

მელანო სოხაძე დაიბადა თბილისში 1985 წელს. 2008 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს შვეიცარიაში, ჟენევაში. მელანო სწავლობდა ფერწერის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. სწავლების დროს ის იყო სახელოვნებო ჯგუფის Creatorea წევრი. ხელოვანი იყო ასევე თანადამფუძნებელი სახელოვნებო ჯგუფის - lott, რომელიც XXI საუკუნის დასაწყისის გამორჩეული, რადიკალური და ალტერნატიულად მოაზროვნე ხელოვანებისგან შემდგარი გაერთიანება იყო. მელანო ქმნიდა სოციალურად კრიტიკულ ნამუშევრებს, მისი სადიპლომო ნამუშევარი „სველი წრე“ თავის ჯგუფ lott-თან ერთად, განსაკუთრებით კონტრავერსიული გახდა უახლესი ქართული ხელოვნების ისტორიაში.

2008 წლიდან მელანო გადავიდა სასწავლებლად შვეიცარიაში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლა განაგრძო ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში კრიტიკული კულტურული კიბერმედიის მიმართულებით. მელანო მუშაობს სხვადასხვა მედიუმში, ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია თვითგამოხატვის თავისუფლება და არ იზღუდება რომელიმე მედიით. თემატიკისა და კონცეფციის მიხედვით მელანო ცდილობს ზუსტად განსაზღვროს ის ელემენტი, რომელის მეშვეობითაც ხელოვანი თავის განცდებს, შეხედულებებს სახელოვნებო მიმართულებით გარდაქმნის.

http://www.melanosokhadze.com 

CV

  

 

  

გალერეა