ნადია წულუკიძე

nadia_tsulukidze.jpg

მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

ნადია წულუკიძე დაიბადა 1976 წელს საქართველოში. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ გერმანიაში 8 წლის განმავლოობაში თანამედროვე ცეკვას ეუფლებოდა. 2004 წელს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც შეუდგა ვიზუალურ არტისტებთან თანამშრომლობას და სოფო ტაბატაძესთან ერთად დააარსა მულტიმედიური პერფორმანსის ჯგუფი „ხინკალი ჯუსი“. ხელოვანი მონაწილეობას იღებდა ინტერნაციონალურ პროექტებში და გამოფენებში თურქეთში, სომხეთში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 2010 წელს ამსტერდამში დაამთავრა თეატრალური მაგისტრატურა სადიპლომო ნაშრომით „მზად სიყვარულისთვის ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი“. ამ ნამუშევრით 2011 წელს იგი დაპატიჟებული იყო ნოი/ნაუ ფესტივალზე. ნადია ამჟამად მოღვაწეობს ბერლინში, როგორც დამოუკიდებელი არტისტი. იგი იყენებს ხელოვნების ისეთ ფორმებს, როგორიცაა პერფორმანსი, ინსტალაცია, ვიდეო, ქორეოგრაფია და ექსპერიმენტალური თეატრი.

პორტფოლიო

 

 

 

გალერეა