ბათუ სიხარულიძე

Batu_Sikharulidze.jpg

ქანდაკება

 

 

 

ბიოგრაფია

ბათუ სიხარულიძე დაიბადა 1960 წელს საქართველოში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე, შემდეგ კი მოსკოვის საკავშირო აკადემიაში. სწავლის შემდეგ მისი კარიერა განვითარდა ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1994 წელს ბათუმ მიიღო მწვანე ბარათი და ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში, სადაც გააგრძელა კარიერა როგორც არტისტმა და ქანდაკების პედაგოგმა რამდენიმე უნივერსიტეტში.

ბათუ სიხარულიძე მონაწილეობდა გამოფენებში, კონკურსებში, სიმპოზიუმებში საქართველოში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთში, რუსეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. მისი ნამუშევრებში გამოყენებულია თეთრი მარმარილო, გრანიტი, ბრინჯაო და გამომწვარი თიხა. ნამუშევრები დაცულია მუზეუმებში, კერძო კოლექციებში და ღია ცის ქვეშ მუდმივ გამოფენებზე. ბათუ სიხარულიძე ამჟამად პროფესორია ბოსტონის უნივერსიტეტში.

http://www.batuart.com/Batu-art/Biography.html 

 

 

 

გალერეა